პალესტინის დახურული ტერიტორიის საზღვარზე 20 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული
ღაზას სექტორი ისრაელზე რაკეტების გაშვებას აგრძელებს. რაკეტები დაფიქსირდა თელავივის თავზეც.
ისრაელის თავდაცვის უწყება რეზერვისტების მობილიზაციას განაგრძობს. პალესტინის ლიდერი კი მოსალოდნელ სახმელეთო საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.
ისრაელის განცხადებით, შესაძლებელია სახმელეთო ოპერაციები დაიწყოს. ამ დროისთვის პალესტინის დახურული ტერიტორიის საზღვარზე 20 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკაა გადასროლილი.