გიგი უგულავა:-"იმედი გაგვიცრუეს, ამიტომ აღარ უნდა გავრისკოთ და ვანდოთ ჩვენი ბედი და ჩვენი ქალაქი"

გიგი უგულავა:-"იმედი გაგვიცრუეს, ამიტომ აღარ უნდა გავრისკოთ და ვანდოთ ჩვენი ბედი და ჩვენი ქალაქი"

   წინასწარ პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში ხვდება. როგორც ცესკო აცხადებს, იგი სპეციალურ სიაშია შეყვანილი და  ხმას გადასატანი საარჩევნო ყუთით მისცემს.

   ხმის მიცემამდე კი არჩევნების მეორე ტურს უგულავა სოციალური ქსელით ეხმიანება:

   -,,12 ივლისს თბილისი და სხვა ქალაქები მერებს აირჩევენ. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი კანდიდატების მიმართ. თავად ფაქტი, რომ მეორე ტურია უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კანდიდატები ღირსეულნი არიან.  ჩემო თბილისელებო, ხმა მიეცით ნიკა მელიას! ვისაც გვინდა, რომ თბილისი არ გაჩერდეს მთელი ქვეყნის მსგავსად. ვისაც გვინდა, რომ თბილისს მართავდეს მათი არჩეული მერი, რომელიც მათ მიეხმარება. ვისაც მობეზრდა არშესრულებული დაპირებების მოსმენა. ვისაც უნდა ბალანსი და რომ არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია. ვისაც გვინდა, რომ დასაქმების და განვითარების ქალაქი იყოს თბილისი და ნუ შეგვეშინდება იმის , რომ ნიკას არჩევის შემთხვევაში პარტიული ბრძოლა გაგრძელდება თბილისსა და ცენტრალურ მთავრობას შორის. პირიქით, ხელისუფლების გამარჯვებით თქვენ გზას გაუხსნით შიდა ინტრიგებს, რაც კიდევ უფრო დააზარალებს თქვენ ინტერესებს. არასწორი არგუმენტია - "ბარემ მივცეთ ოცნებას სრული კარტ-ბლანში, რადგან ამდენი ვანდეთ". სწორედ, რადგან ვანდეთ და იმედი გაგვიცრუეს, ამიტომ აღარ უნდა გავრისკოთ და ვანდოთ ჩვენი ბედი და ჩვენი ქალაქი. ნარმანია არის თბილისელების დაცინვა ივანიშვილის მხრიდან და გავცეთ საკადრისი პასუხი. დაუჭირეთ მხარი ნიკა მელიას!"-წერს უგულავა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: