ვახტანგ ჟორდანია:-"მათ თამაშში არ ვიღებთ მონაწილეობას"
"საქართველოს სოციალ-დემოკრეტიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია არჩევნების მეორე ტურს სოციალური ქსელით ეხმიანება დაწერს:
-"მე, ვახტანგ ჟორდანია ვაცხადებ, რომ არცერთ მერობის კანდიდატს არ ვუჭერ მხარს. უფრო მეტიც, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ხალხის გვერდით იდგა მუდამ და ჩვენც ვუერთდებით იმ ამომრჩეველთა 70%-ს, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმარველობის არჩევნებს. ჩვენთვის ორივე პოლიტიკური ძალა წარმოადგენენ ერთ მთლიან სუბიექტს. აქედან გამომდინარე, მათ თამაშში არ ვიღებთ მონაწილეობას!"