ლილი ხურითი:-"არ მოქმედებს თქვენი ცრემლები ჩემზე, ძვირფასო კოლეგებო!!!"
მშვიდობის ხიდზე გამართულ გიგი უგულავას მხარდასაჭერ აქციას-"წერილი გიგის" მსახიობი ლილი ხურითი სოციალური ქესლით გამოეხმაურა და კოლეგებს მიმართა:
-"აღარ ვაპირებდი პოლიტიკური სტატუსების წერას, მაგრამ ,,მშვიდობის,,ხიდზე გამართულმა აქციამ გული ამიჩუყა.
სულხან მოლაშვილი რომ დაიჭირეს, აქცია კი არა, წერილი მისწერეს მაშინდელ პრეზიდენტს, თხოვნა-მუდარის წერილი, რომ სახლში გამოეშვათ, სანამ სასამართლო ჩატარდებოდა.(ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თან 3 თოთო ბავშვი ჰყავდა). სტეფანეს და ლელას ხელმოწერა არ იყო, მართალია, მაგრამ სია ჭაბუა ამირეჯიბით და ანა კალანდაძით იწყებოდა და ოთარ მეღვინეთუხუცესით მთავრდებოდა. მეორე დღეს რა აღარ უწოდა მათ. მოლაშვილის ნასუფრალით ნაკვები ინტელიგენციაო. დორბლები ყარა და მას მერე დაიწყო ჩარეცხვის ხანა.
მოლაშვილს თანამშრომელებზე პრემიების სახით გაცემულ 32 000 ლარს ედავებოდნენ. გიგის?
არ მოქმედებს თქვენი ცრემლები ჩემზე, ძვირფასო კოლეგებო!!!"