დონეცკის ოლქში მძიმე არტილერია ისვრის
დონეცკში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერია ისროდა. განსაკუთრებით მძიმედ გათენდა დილა პეტროვსკის და კიროვის რაიონის მაცხოვრებელთათვის. დილის 4 საათზე ჩაირთო სამოქალაქო სირენა, გახსნილია ბომბსაფარები და სარდაფები.
ადგილობრივი მერიის ცნობით სროლა ისმოდა კუიბიშევის და კალინინის რაიონებშიც.
მერიის ცნობითვე არიან დაშავებულები.