წინასწარი შედეგებით დავით ნარმანია ლიდერობს

წინასწარი შედეგებით დავით ნარმანია ლიდერობს

   ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეწდეგები 23:30 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა.

   როგორც თამარ ჟვანიამ ჟუნარლისტებს განუცხადა, თბილისში 727 უბნიდან 248 უბნის (34,11%) შედეგებია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმების 72,7% მოიპოვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანიდატმა ნიკანორ მელიამ - 27,3%. თამარ ჟვანიამ ასევე წარადგინა თვითმმართველი ქალაქის ფოთის წინასწარი შედეგები; ქალაქის 32 უბნიდან დათვლილია 27 უბნის მონაცემები, წინასწარი შედეგებით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 71.8% მოიპოვა, ხოლო "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა უშანგი გეგენავამ - 28.2%. 

   თამარ ჟვანიამ 23:30 სთ-ზე 8 მუნიციპალიტეტის წინასწარი შედეგებიც წარადგინა.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: