ნიკა მელია:-"ბედნიერი ადამიანი ვიქნები თუ იგი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც მან უხვად გასცა"

ნიკა მელია:-"ბედნიერი ადამიანი ვიქნები თუ იგი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც მან უხვად გასცა"

   წინასწარი შედეგებით დავით ნარმანია ლიდერობს. ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ვერ მიულოცავს გამარჯვებას დავით ნარმანიას, თუმცა წარმატებები უსურვა.

   -"140 უბნის შედეგია ცნობილი, რომელიც გვამცნობს, რომ მე ამ არჩევნებში ვერ მოვიპოვე გამარჯვება. მე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, ბედნიერი თბილისის მოქალაქე ვიქნებოდი, რომ მომცემოდა საშუალება მომელოცა ეს გამარჯვება ჩემი კონკურენტისათვის, მაგრამ მე ვერ მივულოცავ იმ კანდიდატს გამარჯვებას, რომლის გამარჯვებისათვის საჭირო გახდა დედაქალაქის ყოფილი მერის დაკავება, რომელმაც, ჩემი აზრით, ქალაქი ნამდვილად ქალაქად აქცია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი ვუსურვებ მას წარმატებას და ბედნიერი ადამიანი ვიქნები თუ იგი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც მან უხვად გასცა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: