ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"ეროვნული ფრონტი" პროტესტის ნიშნად მდუმარე აქციას მართავს

"ეროვნული ფრონტი"  პროტესტის ნიშნად მდუმარე აქციას მართავს

   "ეროვნული ფრონტი" საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამხედრო წესით დაკრძალვას აპროტესტებს და პროტესტის ნიშნად მდუმარე აქციას გამართავს.  

   "ეროვნული ფრონტი" განცხადებას ავრცელებს:

   -"2014 წლის 13 ივლისს 13:00 საათზე "ეროვნული ფრონტი" "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს მდუმარე აქციას სახელმწიფო ძალაუფლების უზურპატორის და სახელწმიფო გადატრიალების გზით მოსული ცრუ პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამხედრო წესით დაკრძალვის წინააღმდეგ.

მტკიცედ გვწამს, რომ ამ ადამიანის მიერ საკუთარი ერის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული და ღალატი ნამდვილად არ წარმოადგეს საფუძველს მისი სამხედრო პატივით დაკრძალვისთვის. სახელმწიფო და ეროვნულ მოღალატეებს და დამნაშავეებს სამხედრო პატივით კი არ უნდა კრძალავდნენ, არამედ უნდა ასამართლებდნენ.

   რა თქმა უნდა, ისტორია თავის პირუთვენლ განაჩენს გამოუტანს ყველა დამნაშავეს, მაგრამ, მაშინ, როდესაც მმართველი რეჟიმი და საერთაშორისო საზოგადოება ცდილობენ ქართველ ერს ცრუ გმირები დაუსახონ და უსამართლობა და განუსჯელობა ცხოვრების წესად აქციონ, ყველა ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი ვალდებულია, გამოხატოს თავისი მართალი პოზიცია და ამხილოს უსჯულოება. "ვინც არ არის კახაბერი, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად" და არც დავუშვებთ, რომ ვინმემ კახაბერად დაგვისახოს.

   ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველა ქართველ პატრიოტს მოგიწოდებთ, 13 ივლისს 13:00 საათზე შევიკრიბოთ "ავლაბრის" მეტროს წინ და ჩვენი მდუმარე აქციით გავაპროტესტოთ ცრუ-პრეზიდენტის სამხედრო პატივით და მთავარსარდლის პატივით დაკრძალვის პროცესია".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: