გრიგორი კარასინი:-"დემარში მკაცრი იქნება"
როგორც რუსეთის სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რია-ნოვოსტის" განუცხადა, მოსკოვის საპასუხო ქმედებები დონეცკის როსტოვის ოლქში მომხდარ ინციდენტზე საკმაოდ მკაცრი იქნება.
-"ახლა შევისწავლით თუ რა მოხდა როსტოვის ოლქში, ფაქტია, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთის ფედარიციის ტერიტორიაზე საფრთხე ემუქრება და ეს კარგად ჩანს ბოლო ქმედებაში, როცა ჭურვები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ჩვენი ქმედებები იქნება კონკრეტული, ოღონდ იქამდე აუცილებელია მომხდარის ანალიზი და კარგად უნდა გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე"-განაცხადა კარასინმა.
"რია-ნოვოსტის" ცნობით ერთი ადამიანი დაღუპულია, ორი კი დაჭრილი.