ირაკლი ღარიბაშვილი:-"ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება"

   პრემიერ-მინისტრი საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

   -"დღეს ჩვენ ვეთხოვებით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიაზე სამების საკათედრო ტაძარში.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. 

   ირაკლი ღარიბაშვილმა სამგლოვიარო ცერემონიაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. 

   -"ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს, მის როლს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. მოგონებები და შეფასებები, რა თქმა უნდა, მრავალმხრივია, რადგან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ახლა, როცა საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ამ საქმეში. წლების წინ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ამ პროცესს, სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: