ხათუნა ჟორდანია:-"შევარდნაძე მომიბრუნდა და მითხრა, წამო ახლა ფოტოებიც ერთად გადავიღოთო"
ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას იხსენებს სილაზის ფესტივალების ნაციონალური დირექტორი, "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის წევრი ხათუნა ჟორდანია.
-"საკმაოდ ლამაზი, ადამიანური მოგონება მაქვს. 2000 წელს სილამაზის ფესტივალზე გაიმარჯვა ქუთაისელმა ლამაზმანმა ანი აშვეთიამ. იმ დროს ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებიც, მახსოვს იყო გაზაფხულის პერიოდი. როგორც სილამაზის ფესტივალების ნაციოინალური დირექტორი, მიწვეული ვიყავი ქუთაისში, მთხოვეს დავსწრებოდი საპრეზიდენტო არჩევნების სააგიტაციო მხარდამჭერ შეკრებას ქუთაისის თეატრის შენობაში. მეც დავთანხმდი და "მის საქართველო 2000"- სთან ერთად ვეწვიე ამ ღონისძიებას. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ქუთაისში თანამდებობრივ თუ ინტელიგენციათა დახვედრის ცერემონია ტარდებოდა, მე რატომღაც გადავინაცვლე სულ ბოლოს, მაგრამ ედუარდ შევარდნაზე შემოვიდა თუ არა ხალხთან მისასალმებლად, რომლებიც ჩამწკრივებულები იყვნენ, შევარდნაძემ რატომღაც სულ ბოლოსკენ ანუ ჩემსკენ მიუთითა, ხალხთან მიღება აქედან უნდა დავიწყოო და პირდაპირ გამოემართა.
ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, არც რაიმე ტექსტი მქონდა მომზადებული და არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მაგრამ...როცა ხელი ჩამომართვა, მეც გამეღიმა, 5 წუთი ვესაუბრებოდი ალბათ იმიტომ, რომ არ შემმჩნეოდა დაბნეულობა. ვსაუბრობდი ღიმილით, უშუალოდ და მომხიბვლელადაც. შემდეგ პირდაპირ აიღო გეზი სცენისკენ და მიუთითა თავის თანმხლებ პირებს, მეც პრეზიდიუმში დავბრძანებულიყავი..ასე აღმოვჩნდი ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო მხარდამჭერ ღონისძიებაზე...
შემდეგ რატომღაც გამომაცხადეს, რომ "მის საქართველოს" ფედერაციის თავმჯდომარე გამოვა სიტყვითო..მეც გავედი და სულ ორიოდე სიტყვით გამოვხატე ბატონო ედუარდის მიმართ "საქართველოს მისების" და ლამაზი ქალების მხარდაჭერა.
-"ბატონო ედუარდ, "საქართველოს მისები" და ლამაზი ქალები თქვენ გიცხადებენ მხარდაჭერას"-ამ სიტყვებით დავასრულე გამოსვლა. მახსოვს მთელმა დარბაზმა თავისუფლად გადაიხარხარა, ედუარდ შევარდნაძის სიცილთან ერთად...ეს თითქოს განტვირთვასავით იყო გამომსვლელთა საათობრივ აგიტაციასა თუ რიტორიკაში...ოთხი თუ ხუთი საათი "მიმესაჯა" ამ პრეზიდიუმში ყოფნა და გამომსველთა მოსმენა. პრეზიდიუმის დატოვება უხერხული იქნებოდა...ბოლოს როცა დასრულდა ღონისძიება, შევარდნაძე მომიბრუნდა და მითხრა:-"წამო ახლა ფოტოებიც ერთად გადავიღოთო".
ასევე საინტერესო და სახალისო შეხვედრა მქონდა 1998 წელსაც, როცა კრწანისში გახლდით მიწვეული გერმანიის "სოციალ- დემოკრატების" დახვედრასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე.