ზაზა ვეკუა: "საკრებულოში უნდა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც დედაქალაქში წლების მანძილზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხებს შეისწავლის!"

ზაზა ვეკუა: "საკრებულოში უნდა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც დედაქალაქში წლების მანძილზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხებს შეისწავლის!"

   2014 წლის 14 ივლისს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა შალვა ოგბაიძემ რამდენიმე შეკითხვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, დაუჭერდა თუ არა მხარს, თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, თბილისის სკვერებს, ბაღებსა და რეკრიაციულ ზონებში მშენებლობების შეჩერებას, რაც  ხეების გაჩეხვასა და დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას იწვევს , ის ასევე დაინტერესდა ალიბეგაშვილის პოზიციით "სითი პარკთან" დაკავშირებით.

   სხდომაზე "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, საკრებულოს წევრმა ზაზა ვეკუამ დააყენა საკითხი დედაქალაქში ბოლო წლების მანძილზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონებისა და ბიზნესის საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე.

  "დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დედაქალაქში აღდგეს სამართლოანობა ყველა სფეროში და რეალურად დასრულდეს კოჰაბიტაცია. 

   "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს და არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: