მიხეილ სააკაშვილი:-"მე არ ვარ ის ადამიანი, ვისი კონტროლიც შესაძლებელია, უუნაგირო ცხენი ვარ"
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ Haqqin.az-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ ენდობა. მისი თქმით კრემლს არ უნდა გაიგოს, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ხალხი თვითონ წყვეტს თავის ბედს. სააკაშვილის განცხადებით რუსეთის ქმედებები მიმართულია თავისი გავლენის ზონის გაფართოებისკენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის იმ ბრალდებებზე, რომელიც ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე, სააკაშვილმა განაცხადა:
-"მე არ ვარ ის ადამიანი, ვისი კონტროლიც შესაძლებელია. ცხოვრებაში არასდროს მყოლია უფროსი. ვიყავი დამოუკიდებელი იურისტი ამერიკაში, შემდეგ - დეპუტატი. დიახ, რაღაც დროის განმავლობაში გახლდით მინისტრი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. საბოლოოდ, ქართულ ოპოზიციას ჩავუდექი სათავეში და საქართველოს პრეზიდენტად ამირჩიეს. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი გამოძახება და რაიმე დავალებების მოცემა. არ ვიცი, ეს როგორი სანახავი იქნებოდა. მე, როგორც იტყვიან, უუნაგირო ცხენი ვარ. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა. ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია. საიდუმლოს ვერ ვინახავ და არც მიყვარს საიდუმლოებები".