მამუკა კაციტაძე:-"უადგილოა ეროსის სიკვდილის პოლიტიზირების მცდელობა"

მამუკა კაციტაძე:-"უადგილოა ეროსის სიკვდილის პოლიტიზირების მცდელობა"

   "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სინანულს გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო. კაციტაძე აცხადებს, რომ ამ ფაქტის პოლიტიზირება არ შეიძლება და ვერავის მუწონებს ასეთ ნაბიჯს.

   -"ნიჭიერი კაცი წავიდა ქვეყნიდან. არ მინდა ანკესები გადავაგდო და ვიმარჩიელო გამოძიება გასცემს კითხვებს პასუხს, არ გასცემს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.  ვერ ვიქნები ურიგინალური, თუ ვიტყვი, რომ თვითმკვლელობა ყოფილიყო, თუმცა არაფერია გამორიცხული და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი.  ეჭვები და მოსაზრებები უადგილოა და განსაკუთრებით უადგილოა ეროსის სიკვდილის პოლიტიზირების მცდელობა".

   კაციტაძემ სამძიმარი გამოუცხადა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: