სოსო ცისკარიშვილი:-"ჩვენს პროკურატურას, საკმაოდ რთულად გამოსდის წამოძახებული ბრალის შემდგომი დამტკიცება"

სოსო ცისკარიშვილი:-"ჩვენს  პროკურატურას, საკმაოდ რთულად გამოსდის  წამოძახებული ბრალის შემდგომი დამტკიცება"

   ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იმ არასამთავრობოებს გამოეხმაურა, რომლებიც სააკაშვილის დაკითხვას და გასამართლებას ითხოვენ. მათი მოთხოვნით,  თუ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ჩააკითხავს და სადაც იქნება იქ დაკითხავს.

   -"რასაკვირველია, პასუხისგებლობა დადგება მაშინ, როდესაც   ბრალი დადასტურდება. ჯერ-ჯერობით, ამჟამინდელი სასამართლოს პირობებში, ჩვენს  პროკურატურას, საკმაოდ რთულად გამოსდის  წამოძახებული ბრალის შემდგომი დამტკიცება.

    ჩემი აზრით, დღევანდელი სასამართლოს და პროკურატურის კომპეტენციის პირობებში, სააკაშვილის მიმართ, რაიმე ბრალდებების აღძვრა ნაადრევია!  ჯერ ჩვენვე უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიახ, გვაქვს  პროფესიული შესაძლებლობებით  აღჭურვილი ეს ორი სტრუქტურა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პატიოსანი ადამაინებით. ვიდრე ის პროკურორები, რომლებიც იმ უსამართლობას ქმნიდნენ,  კვლავ თავიანთ თანამდებობებზე არიან, სანამ  სამართალდამცავი უწყებები ცოდვილთა და უცოდინართა თავშესაფარია, ისეთ მაღალ მატერიაზე საუბარი,  როგორიც პრეზიდენტის გასამართლებაა - ზედმეტია!"- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: