ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საქართველოს პრეზიდენტი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა

   საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას 22 წლის იუბილე მიულოცა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პირადად შეხვდა სამხედროებს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

   გიორგი მარგველაშვილმა მოინახულა ყაზარმები და დაათვალიერა სამხედრო ტექნიკა. გიორგი მარგველაშვილს სენაკის სამხედრო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის მეთაურ პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად უმასპინძლა, რომლებმაც პრეზიდენტს სამხედროების სასწავლო და კარიერული წინსვლის გეგმა გააცნეს. "ჩვენი ქვეყნის შეირაღებული ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული გმირობით, სულის სიმტკიცით და მინდოდა გამეზიარებინა მათი სიხარული", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, მთავარსარდლის არაოფიციალური და მოულოდნელი სტუმრობა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის სასიხარულო მოვლენაა. "საქართველოს პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა რიგითებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და ეს არის დღე, რომელიც ნამდვილად დაამახსოვრდებათ სამხედროებს", - აღნიშნა მან. ქვეყნის პირველმა პირმა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე მაკა ჩიჩუასთან ერთად იმყოფებოდა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: