უჩა ნანუაშვილი:-"თუ გამოძიების ეფექტურობაზე დაისმება კითხვები, ჩვენი ოფისი ჩაერთვება პროცესში

უჩა ნანუაშვილი:-"თუ გამოძიების ეფექტურობაზე დაისმება კითხვები, ჩვენი ოფისი ჩაერთვება პროცესში

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს გარდაცვალების საქმეში ჩარევის აუცილებლობას, თუმცა თუ კითხვები გაუჩნდება ის აუცილებლად ჩაერთვება პროცესში

 

   "ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ. გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, როგორც მე ვიცი. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ეფექტურობაზე დაისმება კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ოფისი ჩაერთვება პროცესში, თუმცა მე ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - განაცხადა ნანუაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: