ფიქრია ჩიხრაძე:-"იმედია, ეს საქმეც არ ჩაიწერება უახლესი ისტორიის გახმაურებულ გაუხსნელ საქმეებში"
ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს, რადგან კიწმარიშვილის სამომავლო გეგმების შესახებ მისთვისაც იყო ცნობილი.
"გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს. ეს იყო რთული ადამიანი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი, თუკი რაიმე საქმეში ან პროცესში ჩაერთვებოდა. მასთან, რბილად რომ ვთქვათ, მარტივი ურთიერთობა არ მქონია, თუმცაღა, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მივეკუთვნები მეც იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც ძნელად წარმოუდგენლია ეროსი კიწმარიშვილისგან თავის მოკვლა, მაგრამ ბოლომდე ვერაფერს გამორიცხავ...
ყველა ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ეს მინიმუმ, გამორიცხავს იმას, რომ იყო უბედური შემთხვევა, ან მვკლელობა. იმედია, ეს საქმეც არ ჩაიწერება უახლესი ისტორიის გახმაურებულ გაუხსნელ საქმეებშიც. ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს საქმე ძალიან მალე იქნას გამოძებული. უწყების არგუმენტები უნდა იყოს დამაჯერებელი, შეუვალი, ეჭვგარეშე. ის მუხლი, რითაც თავიდანვე დაკვალიფიცირდა საქმე, რა თქმა უნდა, ბადებს ბევრ კითხვას, მაგრამ პროკურატურის არგუმენტი იყო, რომ რაღაც მიმართულებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს მუხლი. მას ჰქონდა სამომავლო გეგმები, ეს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუშიც დაადასტურა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემთვის ცნობილია, საიმისოდ, რომ თვითმკვლელობის ვერსია არ დავიჯეროთ, ესეც საკმარისი არგუმენტებია"