მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარს თბილისის მერი მოინახულებს

მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარს თბილისის მერი მოინახულებს

   მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარს ხვალ თბილისის მერი დავით ნარმანია და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი ესტუმრებიან. 

   თავშესაფარში მყოფ ბენეფიციარებს მრავალპროფილური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. თავშესაფრის მობინადრეები დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ფსიქიატრ-ნევროპათოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ოტოლარინგოლოგისა და გასტროენტეროლოგის მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. ჩაუტარდებათ, ასევე ლაბორატორიული, კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ბენეფიციარები, ასევე, მიიღებენ გამოკვლევების შედეგად საჭირო მედიკამენტებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ოპერაცია ესაჭიროება, ამ თანხას სახელმწიფო აუნაზღაურებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: