ლედი ტუკვაძის ალტერნატიული საგამომძიებლო სამსახური კიწმარიშვილის საქმეში ერთვება
ლედი ტუკვაძის ალტერნატიული გამოძიების სამსახური და ცნობილი ბალესტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი ყოფილი ბიზნესმენის ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეში ერთვება, რომელიც ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი წყაროს ცნობით, ალთუნაშვილი როგორც კიწმარიშვილის ოჯახიდან დაქირავებული პირი დღეს საღამოს 9-ის ნახევარზე ექსპერტიზის დანიშვნას დაესწრება.