ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დღეს 1 წუთით შეჩერდებიან

ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსების  მძღოლები დღეს 1 წუთით შეჩერდებიან

   დღეს, 14:00 საათზე, თბილისში ტრაგიკულად დაღუპულ მძღოლს ვალერი ესვანჯიას დაკრძალავენ. ზუსტად 14:00 საათზე ავტოტრანსპორტის მძღოლები ქვეყნის მასშტაბით - ერთწუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები  1 წუთით შეჩერდებიან და საყვირს მისცემენ. 

შეგახსენებთ, ყვითელი ავტობუსის მძღოლი 17 ივლისს მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზევ გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო, შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ადე ო. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: