მერაბ შათირიშვილი:-"ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს"

მერაბ შათირიშვილი:-"ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი  მიმდინარეობს"

   კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი  მერაბ შათირიშვილი  თვლის, რომ  სამართლიანობის პრეოცესის აღდგენა ძალიან გვიანდება და გარკვეული ძალები,  სააკაშვილის გასამართლების  მოთხოვნის წამოწევას, სამართლიანობის აღდგენად გასაღებას ცდილობენ.

   -"უგულავას, კეზერაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ოდიოზური ფიგურების დასჯით, "ნაციოანლური მოძრაობა" მხოლოდ და მხოლოდ სუფთავდება. ამ ადამაინების დასჯით სამართლიანობა არ აღდგება. რამდენიც არ უნდა დაისაჯოს, აღნიშნული პარტია, სიცოცხლისუნარიანობას არ დაკარგავს.

   სამართლიანობის აღდგენა ხალხიდან უნდა დაიწყონ. თუ უგულავა დასასჯელია, მაშინ იმ საქმეებს მიხედონ, იმ ხალხს, რომლებიც უგულავამ დააზარალა. ყოფილ  მერს ფულის გაფლანგვას რომ ედავებიან, რატომ არ ედავებიან მას სახელმწიფო დანაშაულს, რომელიც აგვიტოს ომის დროს ჩაიდინა, ეშინიათ პრო-რუსები არ დაგვიძახონო? ადამიანი სამხედრო ბრძანებებს გასცემდა ისე, რომ სამხედრო პირი არ იყო.

    ცდილობენ  ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯით ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ, თითქოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი  მიმდინარეობს",-განაცხადა  შათირიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: