ჰოლანდიაში გლოვის დღეა
დღეს ჰოლანდიაში გლოვის დღეა გამოცხადებული. დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები. ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტემის გადაწყვეტილებით ჰოლანდია უკრაინაში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგის" ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.