სასჯელი განსხვავებული აზრისთვის, გამოცდა ხელბორკილებით, მალულად დაწერილი რომანი და მძიმე გზა გისოსებს გარეთ

სასჯელი განსხვავებული აზრისთვის, გამოცდა ხელბორკილებით, მალულად დაწერილი რომანი და მძიმე გზა გისოსებს გარეთ

   "ადამიანი შეიძლება გაანადგურო ფიზიკურად, მაგრამ მორალურად ვერ გაანადგურებ!"

    საინფორმაციო სააგენტო  "ივერონზე" დაბეჭდილმა მასალამ ახალგაზრდა მწერლის, ალექსანდრე ახალკაცის შესახებ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მწერლის, ასევე მისი ავტობიოგრაფიული რომანის "გამოცდა ხელბორკილით" მიმართ, სწორედ ამიტომ "ივერიონი" ახლოს გაგაცნობთ ალექსანდრეს და ეცდება მკითხველს ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რომელიც მრავლად შემოვიდა რედაქციაში.

   -ვინ არის ალექსანდრე ახალკაცი? როგორ დაახასიათებდით საკუთარ ცხოვრებას?

   -თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრჯერ მოხვდა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები.  ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ მშობლებმა აკვანში სათამაშოს მაგივრად წიგნი შემომაჩეჩეს ხელში.

 1988 წელს დავიბადე.  ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა.  პირველ-მეორე კლასელი ბავშვი ძლიან განვიცდიდი ამ დგომარეობას.  სოციალიზაციის პროცესი, ბავშვობის  ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ცხოვრების მიმართ საკუთარ შეხედულებებს იყალიბებს.   ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მახსენდება: მეოთხე კლასში ვიყავი, ალტერნატივა მქონდა უნდა ამერჩია ან კარატეზე უნდა მივსულიყავი, ან ჭადრაკზე, საკმაოდ კარგად ვთამაშობდი ჭადრაკს, თბილისის ღია ჩემპიონატიც მოვიგე, მაგრამ მივატოვე, რადგან  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდოდა ჩამებარებინა, ჩავაბარე კიდეც. 

 უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ  მეგონა ისეთი სტუდენტობა მექნებოდა, როგორზეც ჩემს ირგვლივ მყოფი ადმამიანები ყვებოდნენ,  მაგრამ სულ  სხვა სიტუაცია დამხვდა.

  ამ პერიოდში უნივერსიტეტში გიორგი ავალიანის "კამანდა"იყო მოსული, უნივერსიტეტის თვითმართველობის  მაშინდელი პრეზიდენტის  დავით კირკიტაძის დეიდაშვილის მხრიდან  რეპრესიები მიმდინარეობდა , რომლის წინააღმდეგაც სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი გამოვედით, პირდაპირ კომფრონტაციაში შევედით მაშინდელ თვითმმართველობასთან, ხუბუას ადმინისტრაციასთან, უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორთან, რის შემდეგაც რამდენიმე გამოსვლა მქონდა ქალბატონ ინგა გრიგოლიას  სატელევიზიო გადაცემა "რეაქციაში".  ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური დევნა თავისუფალი აზრისთვის,  ფაქტების გასაჯაროების  გამო, რომელსაც მე ვხედავდი. როგორ ხდებოდა უნივერსიტეტის სტუდენტების ზომბირება, როგორ დაჰყავდათ აქციებზე, როგორ აფრიალებდნენ დროშებს, ამის შემდეგ იყო პატიმრობის 5 წელიწადი, შეცვლილი მთავრობა, ამინისტიით გათავისუფლება და ისევ სამოქალაქო აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება, ამ პერიოდში მოვახერხე სწავლის გაგრძელება. მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ახალგაზრდებისა და მომავლისათვის". საკმაოდ ვაქტიურობთ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვართ ჩართულები.

 -რომ არა ციხე და იქ გატარებული მძიმე წლები,  დაწერდით თუ არა ამ ნაწარმოებს?

  -დავწერდი თუ არა   ნაწარმოებს რომ არ ყოფილიყო ციხე?  ზოგადად ყველა ნაწარმოებს სჭირდება ის გარემო, რომელშიც შეიქმნება ის კონკრეტული ნაწარმოები, ამ ნაწარმოებისთვის ასეთი გარემო აღმჩნდა ციხე. საუბარი მაქვს რომანზე "გამოცდა ხელბორკილით ",  რომ არა ციხე,  "გამოცდა ხელბორკილით" არ შეიქმნებოდა, შეიძლება შექმნილიყო სხვა ნაწარმოები, მაგალითად ის დაუსრულებელი ნაწარმოები, რომელიც  ჩემი დაპატიმრების დღეს ჩხრეკისას ნახეს და რა თქმა უნდა გაანადგურეს, რადგან იქ ის დოკუმენტური პროზა იყო, რომელიც მაშინდელ უნივერსიტეტში არსებულ რეალობას ეხებოდა. ზოგადად ჩემი კრედო წერისას არის  ის, რომ მწერლობა არ უნდა მოსწყდეს რეალობას, მწერლობამ უნდა ასახოს ის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის და ამა თუ იმ საზოგადოებაშია. პრობლემა, როგორც წესი ყველგან არის, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში. როდესაც მწერლობა წყდება არსებულ რეალობას, მაშინ ის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებს ემსგავსება. ჩემი აზრით რეალობა არის ყველაზე მეტად ფანტასტიური, შესაბამისად მწერალი უნდა ცდილობდეს არსებული პრობლემატიკის გაშუქებას და არ უნდა ერიდებოდეს არც გაკიცხვას, არც არავის ნეგატიიურ დამოკიდებულებას . ისე  არ გამიგოთ თითქოს მე მას თავს ვადარებდე, მე მისი ფრჩხილის ფასიც არ ვარ,  ილია ჭავჭავაძეს აგინებდნენ იმის გამო, რომ ის სარკეში ახედებდა ტალახში მოსვრილ ღორებს,  საუბარია ადამიანებზე. მწერალი ზნეორივად გაუყიდავი უნდა იყოს. არავის შეხედულებას არ უნდა ამყარებდეს, ის საკუთარი შეხედულებებისა და საზოგადოების ტკივილის  გამტარებელი უნდა იყოს.      

  გარემო, რომელშიც ნაწარმოები შეიქმნა რომ არ ყოფილიყო, მე ვიტყვი, რომ ნაწარმოები "გამოცდა ხელბორკილით "არ შეიქმენბოდა, ან შეიქმნებოდა თუ არა მსგავსი ნაწარმოები ვერ გიპასუხებთ.

 - ცნობილია, რომ თქვენ იბლოკებოდით მინისტრის მიერ, ეს აღმოჩნდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ნაწარმოების დაწერამდე მიგიყვანათ? კონკრეტულად კი ნაწარმოებში მოცემულია ფაქტები, რომლის გმირები  რეალურ პირებს ასახავენ.  

 -ნაწარმოები თავიდანვე იყო დოკუმენტური პროზა. ნაწარმოები, ორი ნაწილისაგან შედგება,  პირველი ნაწილია  "გამოცდა ხელბორკილით ", რომელიც პატიმარი აბიტურიენტის მდგომარეობას ასახავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი მდგომარეობაა, რადგან მე ციხიდანაც ჩავაბარე  ეროვნული გამოცდები, მაშინ კანონი ახალი შეცვლილი იყო. 2009წელს  მიიღეს  კანონი, რომელიც  მსჯავრდებულს ნებას რთავდა  მონაწილეობა მიეღო ეროვნულ გამოცდებში. 2009 მეც მივიღე მონაწილეობა , მაშინ #2 დაწესებულებაში ვიმყოფებოდი, კამერაში მომაკითხეს სოციალურმა მუშაკებმა, მეც ჩავეწერე სიაში, მაგრამ მითხრეს რომ ვერ მოვასწარით თქვენი დარეგისტრირებაო. 2010 ისევ დავრეგისტრირდი  და ჩავაბარე. ამ პერიოდში 2009-2010 წლებში ჩაბარებულები ყველა გაათავისუუფლეს, მხოლოდ მე და გიორგი ზერეკიძე დაგვბლოკა მიხეილ სააკაშვილმა. მან წარმოდგენილ სიებს ხელი არ მოაწერა, რითაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უგულვებელყო.  

   ციხეში ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ და არა მხოლოდ ჩემს მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებიც სისტემის წინააღმდეგ ამხედრდნენ, ადამიანების მიმართ, რომლებიც მხოლოდ იმის გამო  ჩააყუდეს, რომ  მათსავით აზროვნება ესწავლებინათ. იყო უფრო მეტი შეზღუდვა, უფრო მეტი ზეწოლა. ამ პერიოდში სახალხო დამცველი სახელმწიფოზე იყო ორიენტირებული. რთული იყო შიგნიდან გარეთ ინფრომაციის გამოტანა, მაგრამ მაშინაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. 

  მას შემდეგ, რაც 2010 წელს გამოცდები ჩავაბარე და კიდევ ერთხელ დაირღვა კანონი ჩემს მიმართ, სწორედ მაშინ დავიწყე რომანის წერა. ჩვეულებრივ სიტუაციაში წერა უნდა დამესრულებინა ერთ თვეში, მაგრამ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, გარკვეული დღეების განმავლობაში ერთი სიტყვის დაწერასაც ვერ ვახერხებდი, წერა მიწევდა მალულად, მთვარის შუქზე, რომ არ შეენიშნათ ციხის თანამშრომლებს. რომანი 1/5 მაინც განდგურდა. 4/5 გადარჩა და ის საზოგადოებამ იხილა  და  მიხარია, რომ ასეთი გამოხმაურება აქვთ ადამიანებს. 

 -რომანი გაგრძელდება?

 -მოკლედ გეტყვით, ამ რომანს გაგრძელება არ ექნება. როდესაც ნაწარმოები დასაბეჭდად  ჯურნალ  "გზის"  რედაქტორს, ზურაბ აბაშიძეს გადავეცი, იმ 1/5 აღდგენაზე ვფიქრობდი,  გადავწყვიტე  ბოლო ნაწილი, რომელიც არის "დასასრულის მაგივრად"  აღარ დავწერო,  ახლა სულ სხვა განწყობაზე ვარ, სხვა გარემოში და აღარ ვარ ციხეში. რომანს გაგრძელება არ ექნება იმ სახით, როგორშიც ის დაიწერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საშუალებით მადლობა გადავუხადო გაწეული დახმარებისთვის ზურაბ აბაშიძეს.

  -როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

   -საქართველოში ყოველ პიროვნებას, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თავისი შეხედულება გააჩნია.  ადამიანების პრიორიტეტი უნდა იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა , სხვა შემთხვევაში საზოგადოება არ განვითარდება. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ სამოქალაო საზოგადოება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე უდიდესი წინსვლაა, წინსვლაა  იმ კუთხითაც, რომ ციხეში მცირე დანაშაულიც კი არ აღინიშნება.  მინდა ავღნიშნო, რომ  წინა ხელისუფლების დროს მთლიანად საქართველო იყო ციხე, ციხეში ადამიანებს  მეტად შეეძლოთ სიმართლის თქმა, რადგან  არაფერი ჰქონდა დასაკარგავი.

  ჩვენ არასამთავრობოთა კოალიციამ  ფონდ ღია საზოგადოებაში შევიტანეთ პროექტი, რომლის მიზანიც ნასამართლევი ადამიამიანების რესოციალიზაციაა.  საქართველში ნასამართლევ პირებს  სხვა თვალით უყურებენ, მათ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება არ ეძლევათ. სამოქალაქო საზოგადოება არ აშენდება ისე, თუ არ აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს .  ჩვენი დევიზია- კანონმდებლობა გახდეს უფრო მოქნილი. ვფიქრობ კარგი პროექტი გვაქვს, თავად ფონდი გადმოდგამს ნაბიჯს, ჩემთან ერთად არის ყოფილი პოლიტპატიმარი მამუკა ტუსკაძე, ადვოკატთა ობსერვატორიის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ გაგნიძე.

   პრობლემები ვახსენეთ და არ შემიძლია არ შევეხო პრობლემებს, რომელიც ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების წინაშე დგას. ახალი რომანის დაწერა დავიწყე  "ციხე სახელად უნივერსიტეტი". ყველას ჰგონია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, სინამდვილეში კი ასე არ არის 2004 წლის შემდეგ, იმ რეფრმების შემდეგ, რომელიც უნივერსიტეტში გატარდა  ამ დრომდე, მართალია ახლა ადმინისტრაცია შეცვლილია, ახალ რექტორს ვლადიმერ პაპავას საკმაოდ შრომატევადი მუშაობის გაწევა უწევს, რომ ძირეული გარდაქმნა მოახდინოს  უნივერსიტეტში, მაგრამ ეს წლების ამბავია და შეუძლებელია, ის არეული სიტუაცია დაალაგოს ერთი ხელის  მოსმით. 

ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: