ნიკოლოზ მჟავანაძე:-" ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ"
"უფლებადამმცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არჩევნებზე არ მიიღებენ მონაწილეობას სანქციების დაწესებას ითხოვს. მისი თქმით ეს მოთხოვნა გადაუგზავნეს კვალიფიციურ პარტიებს და როგორც აღმოჩნდა, ამ პარტიებმა მხარი დაუჭირეს სანქციების დაწესებას.
-"თუ რა სახის სანქციები იქნება დაწესებული, ეს უკვე ხელისუფლების და პარლამენტის საქმეა, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება. საჭიროა ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში და საარჩევნო კანონში. ვფიქრობ, ამ ინიციატივას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამთავრობო მხარდაჭერა. ეს სანქციები უკვე დაწესდა ევროპის მტელ რიგ ქვეყნებში, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. გადმოვიტანოთ ეს კარგი ინიციატივა ევროპიდან და რეალურად მივიღებთ სურათს, როცა ყველა იქნება ამომრჩეველი და ექნება ვალდებულება".
მჟავანაძის თქმით არჩევნებზე მისვლა მოქალაქის ვალდებულებაა, თუმცა მისივე თქმით სანქციები ლიბერალური უნდა იყოს.