ვალერი კვარაცხელია:-"ბოროტება ბოროტებად რჩება იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მას "ცივილიზებული" ამერიკელები და ევროპელები თესავენ!"

ვალერი კვარაცხელია:-"ბოროტება ბოროტებად რჩება იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მას "ცივილიზებული" ამერიკელები და ევროპელები თესავენ!"

   ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია მალააზიური რეისი თვითმფრინავის ჩამოგდებას, ამერიკელი სპეციალისტების დასკვნას და საქართველოში გაკეტებულ სხვადასხვა განცხადებას  სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   "ამერიკელთა აღიარება

   აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა აღიარა, რომ არ გააჩნია მალაიზიის სამგზავრო ბოინგის კატასტროფაში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის დროზე, ამერიკელებმა ისიც აღიარეს, რომ ერაყში ვერ აღმოაჩინეს მასობრივი განადგურების სშუალებები, მაგრამ ეს აღიარება მოხდა მას შემდეგ, რაც ერაყი უკვე აღგავეს პირისაგან მიწისა, ხოლო პრეზიდენტი სადმ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს. რუსეთის განადგურება და პრეზიდენტ პუტინის ჩამოხრჩობა, მართალია, ვერ შეძლეს, მაგრამ, რომ შეეძლოთ, რა თქმა უნდა, არც ამაზე დაიხევდნენ უკან...

   მოკლედ, ამერიკელი პოლიტიკოსების მტკიცება მალაიზიური ბოინგის კატასტროფაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ამერიკელმა სპეციალისტებმა გააბათილეს, მაგრამ ვინ გააბათილებს ქართველ პოლიტიკოსთა, პოლიტოლოგთა, ჟურნალისტთა და სინდის-ნამუსისგან გარეცხილ ათასი ჯურის სხვა ქართველ არამკითხეთა მტკიცებას ბოინგის დაღუპვაში რუსეთის უცილობელი დანაშაულის შესახებ. ხომ რთული გასაბათილებელია დიმა ობოლაძის უტყუარი მტკიცებულებები რუსეთის ღორობასთან დაკავშირებით, ქართული ტელეარხებისა და ინტერნეტმჯღაბნელების თავგამოდებული მტკიცება იმისა, რომ სამგზავრო ხომალდი რუსებმა ჩამოაგდეს, ქართველ პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლო განცხადებები და ა.შ.

   დრომ ვერაფერი ასწავლა ქართველთა ერთ ნაწილს. მაგალითად, ვერ ასწავლა თავშეკავება პოლიტიკური განცხადებების კეთებისას; ვერ ასწავლა ის, რომ სასურველის რეალობად გამოცხადება სასურველ შედეგს ვერ იძლევა; ვერ ასწავლა ის, რომ სიცრუის სამსახურში დგომა პატრიოტობა არ არის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს სიცრუე; ვერ ასწავლა ის, რომ პრინციპი, - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, დამღუპველია იმ შემთხვევაში, როდესაც შენი მტრის მტერი შენი მტერიცაა; და ბოლოს, ვერ ასწავლა ის, რომ ბოროტება ბოროტებად რჩება იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მას "ცივილიზებული" ამერიკელები და ევროპელები თესავენ!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: