პროვოკაცია თუ ჩვეულებრივი შეხლა-შემოხლა?!

პროვოკაცია თუ ჩვეულებრივი შეხლა-შემოხლა?!

დღეს სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკითხი ახალქალაქის მაჟორიტარმა სამველ პეტროსიანმა დასვა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინციდენტს ჯავახეთის რეგიონში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.  მისი თქმით, საჭიროა, მომხდარს პარლამენტისგან შეფასება მიეცეს.


"პირველი შეფასება იყო, რომ კონფლიქტი ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მოხდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო, რასაც სომხური ეკლესიის ეპისკოპოსიც დაეთანხმა.  ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ  ორგანოებს, გამოიძიონ, მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია მისცენ, ხოლო  ვინც ინიციატორი და დამნაშავე იყო, სათანადოდ დაისაჯონ.“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: