ავღანეთიდან 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ბატალიონის ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალესეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების სარდალი მიხეილ სადუნიშვილი და 2 ქცეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხხაიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
მეორე ეტაპზე სამშობლოში 23-2 ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა.