ირაკლი აბესაძე: ხელისუფლება უმცირესობის უფლება-მოვალეობის შესუსტებას ცდილობს!
ბოლო დროს არსებული მდგომარეობა შეაფასა უმცირესობის წარმომადგენელმა საკრებულოში, ირაკლი აბესაძემ.
„თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ მოსახლეობაზე არ აისახოს მათ მიერ ზერელედ დაწერილი კანონების შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში.
მეორე საკითხი, რომელსა ირაკლი აბესაძე შეეხო, საკრებულოში უმცირესობის უფლებამოსილების შეზღუდვაა.
იგი თვლის, რომ „საკრებულოს უმრავლესობა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს უმცირესობის უფლება-მოვალეობა, საუბარია, იმაზე, რომ საკრებულოს წევრებს მთავრობის სხდომაზე უმცირესობიდან დასწრების უფლება არ ექნებათ.“