ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს

ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს

   ამ წუთებში დაგვიკავშირდა 26 ივლისის აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე და ლევან ვასაძის განცხადება მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად და კომენტარის გარეშე ვთავაზობთ მკითხველს:

 

   -"გუშინ ჩემს სახელთან დაკავშრებით ინტერნეტში გავრცელდა მორიგი მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ,  თითქოს მე ამჯერად საზოგადოებასა და სამღვდელოებას მოვუწოდებდი შაბათს კანცელარიასთან აქციის ჩასატარებლად "კაზანტიპის" გაუქმების მოთხოვნით.

   სინამდვილეში მე მომმართეს ჩემმა მეგობრებმა წინადადებით მომეწერა ხელი საპროტესტო სამოქალაქო პეტიციაზე "კაზანტიპთან" დაკავშირებით, რაზეც მე დავთანხმდი. მთელი "აქცია" კი, როგორც მე ვიცი, იმაში მდგომარეობს, რომ პეტიციის ტექსტს შაბათს მიიტანენ კანცელარიაში.

   პირადად მე არავითარი აქციის ორგანიზატორი არა ვარ და ამ კონკრეტულ აქციაზეც, თუ კი იგი ჩატარდება, არ ვიქნები, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმარისად მიმაჩნია ჩემი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად ხელის მოწერა საპროტესტო პეტიციაზე, რომლის ტექსტიც შაბათს გადაეცემა ხელისუფლებასა და პრესას.

პატივისცემით

ლევან ვასაძე

25 ივლისი, 2014

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: