შსს სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

როგორც შსს იტყობინება, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იური ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას  5,895 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,15542 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: