ეროვნული ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

ეროვნული ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

   სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ქელეხსაშვილი, წევრები - ლაშა ლომიძე და ჯემალ ჯავახიშვილი სახალხო ყრილობის გამართვის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

   -"შეგროვებულია 1 700 000 ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩატარდა რეფერენდუმი და ქართველი ხალხის უმეტესობის არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ეს რეფერენდუმი, ისევე როგორც არჩევნები სააკაშვილის დროს გაყალბებული იყო და ხელისუფლებამ ერს არ მოგვცა საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება.

   სრული აბსურდია, რომ საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპისკენ, ამ გზას დაადგა ახალი მთავრობაც და არაფერი ჰკითხა ხალხს.

ქართველი ხალხის არჩევანია საქართველოს ნეიტრალიტეტი და მოთხოვნა, რომ ქართველი ხალხი განკარგავდეს თავისი ქვეყნის ბედს.

ეს დოკუმენტი, რომლითაც ყრილობისა და რეფერენდუმის ვატარებას ვითხოვთ, იურიდიულად სრულიად გამართულია და გვაძლევს საფუძველს მოვიწვიოთ ეროვნული ყრილობა და ეს ხალხის ნებისგან გამომდინარეა.

   დღეს ქართველი ერის არჩევანი სხვაა და ხელისუფლების არჩევანი სხვა, ჩვენ ვიქეცით ორი გიგანტური სახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონი. საჭიროა გავიგოთ, ხომ არ შეიცვალა ხალხმა არჩევანი, ამის გამო კიდევ 1000000 ხელმოწერა შეგროვდა და გვაქვს გამართლება ჩატარდეს ყრილობა. 

   ყრილობის ჩატარება დაგეგმილის სექტემბერ-ოქტომბერში და დადგება რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა. საქართველოს არჩევანი ერთადერთია-ნეიტრალიტეტი!"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: