მინისტრთა ახალი შემადგენლობა პარლამენტს ეახლა
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ. მალე პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.
რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა უკვე მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კანდიდატები დარგების მიხედვით გადანაწილდებიან.
ერთ-ერთი პირველთაგანი დეპუტატების წინაშე საგარეო მიმართულების მინისტრები წარსდგნენ.
მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი ერგნეთის ბაზრობის აღდგენა იყო. ასევე დეპუტატები გალის მოსახლეობის პრობლემითა და მათი პასპორტიზაციის საკითხით დაინტერესდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისგან რუსეთ-საქართველოს შესახებაც მოითხოვეს ინფორმაცია.
დღეს პარლამენტში კიდევ რამდენიმე კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული.