ზვიად ტომარაძე:-"ფინანსურად ასევე მომგებიანი იქნება ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლეგალიზაციაც, შემოვიღოთ???"
დღეს კანცელარიასთან კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ აქციის ორგანიზატორების მიერ შედგენილი იქნება პეტიცია, რომელზეც ხელი სწორედ აქციის მსვლელობის დროს მოეწერება.
ჩვენ ვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას და გამოვთქვამთ ჩვენს შეხედულებას დაანონსებული "კაზანტიპის ფესტივალის" შესახებ. დღეს, 26 ივლისს 19:30-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ მშვიდობიან აქციას "კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით". აქციაზე გაგაცნობთ პრემიერის სახელზე შედგენილ პეტიციას და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მასზე ხელმოწერის.
შევეცდები მარტივად და გასაგებად ავხსნა პროტესტის მიზეზი.
1. ამ ტიპის ფესტივალის საქართველოში ჩატარება შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ რა გარყვნილებაა და რა ხდება ამ ფესტივალზე. ეს არის 10 დღიანი 3 კილომეტრ სანაპირო ზოლზე გადაჭიმული ორგია და ამ შემთხვევაში მასშტაბებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
2. ფესტივალზე მრავლად არიან წარმოდგენილი ჰომოსექსუალური პირები, ასევე ხდება ნარკოტიკების მოხმარება და არსებობს ვენერიული დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი.
3. ჩვენ ფიცხი ერი ვართ და არავინ იცის იმ ფესტივალზე რა მოხდება. ქართველი ახალგაზრდობა იქნება ათასობით უკრაინელ "გართობის მოყვარულ" გოგონებთან და მოსალოდნელია საქმის გარჩევები და მასობრივი ჩხუბები.
4. კაზანტიპის ტერიტორიაზე ქალების შეშვება უფასოა, ხოლო მამაკაცებმა თანხა უნდა გადაიხადონ. ეს წესი დისკრიმინაციულია გენდერული ნიშნით.
5. გაუმართლებელია რელიგიური კუთხით და ამასთან დაკავშირებით ჩემზე უკეთ სასულიერო პირებმა გააკეთეს განცხადებები.
6. კაზანტიპი ტარდებოდა უკრაინაში, ყირიმში დღეს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია. თუ ეს განცხადება ღიმილს მოგგვრით, მაშინ მიპასუხეთ: თუ ჩვენ ადამიანები კანონმედებლობაში (სისხლის სამართლის კოდექსში) ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელ გარემოებად მივიჩნევთ, ღმერთს რატომ არ აქვს უფლება, რომ ასევე მკაცრად მოსთხოვოს მთელს ერს პასუხი ჯგუფურად ჩადენილ ცოდვაზე?
7. თუ იტყვით, რომ ეს მომგებიანია ფინანსურად, ფინანსურად ასევე მომგებიანი იქნება ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლეგალიზაციაც, შემოვიღოთ?
8. თუ იტყვით, რომ ეს მომგებიანია ტურიზმის კუთხით, გეტყვით, რომ საქართველოში წელიწადში მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის და "კაზანტიპის სტუმრიანობის" წილი კი სულ რაღაც 1%-ია (10 000)-წერს აქციის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ზვიად ტომარაძე.