დემურ გიორხელიძე:-"თუ ადამიანი არ იცვლის აზროვნებას და არ ცვლი საკუთარ თავს-უკეთესობა საიდან უნდა მოვიდეს?!"

დემურ გიორხელიძე:-"თუ ადამიანი არ იცვლის აზროვნებას და არ ცვლი საკუთარ თავს-უკეთესობა საიდან უნდა მოვიდეს?!"

   რა განსაზღვრის ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს? ამ კითხვაზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ასე პასუხობს:

 

   -"როგორ წესი, ადამიანის პ ო ლ ი ტ ი კ უ რ შეხედულებებს მსოფლმხედველობა განსაზღვრავს,  ეს უკანასკნელი კი ადამიანის აღზრდისა და განათლების პროცესში  ყალიბდება და საბოლოო სახეს იღებს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების დასრულების მომენტისათვის.

   პ ო ლ ი ტ ი კ უ რ შეხედულებებს და მისი გამოხატვის ფორმებს საფუძვლად, როგორც წესი, ადამიანის რეალური ინტერესები უდევს... აქტიური ადამიანი საკუთარი მიზნების რეალიზაციას ახდენს და მისი აქტიური პოზიცია, მიზანმიმართულება, შემართება და ა.შ. მისი შინაგანი მოტივირებულობითა და მყარი შეხედულებათა სისტემითაა განპირობებული.

   ასეა ეს ყველგან, - მაგრამ, არა საქართველოში! ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, პოლიტიკურ შეხედულებებსა და მისი გამოხატვის ფორმებს განსაზღვრავს...

ადამიანის ფ ს ი ქ ი კ ი ს მდგომარეობა (ანუ უფრო ფართოდ.. ადამიანის ს უ ლ ი ს მდგომარეობა).

   აი, რატომ არის არანორმალური ურთიერთობები ქართულ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით, - ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.

   აი, რატომ შეურაცხყოფენ დაუნდობლად ადამიანები ერთმანეთს  და რატომ ეკიდებიან ერთმანეთს მტრად... ეს საკმაოდ ხანგრძლივი ტოტალიტარული წარსულის სავალალო შედეგია. ტოტალიტარიზმი არ არის პარტია, ბელადი და ა.შ. ტოტალიტარიზმი ადამიანების ფსიქიკის მდგომარეობაა. ტოტალიტარიზმი ადამიანისადმი უპატივცემულობაა. ტოტალიტარიზმი ეს საკუთარი თავის სხვისი შეურაცხყოფით დამკვიდრების საშუალებაა.

   თუ ადამიანი არ იცვლის აზროვნებას და არ ცვლი საკუთარ თავს-უკეთესობა საიდან უნდა მოვიდეს?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: