გიორგი ტიგინაშვილი:-"სინამდვილის მიჩქმალვის მცდელობით თავს ნუ მოვიტყუებთ!"

გიორგი ტიგინაშვილი:-"სინამდვილის მიჩქმალვის მცდელობით თავს ნუ მოვიტყუებთ!"

   საზოგადოების აზრი როგორც ყველა საკითხის ირგვლივ, კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებითაც გაიყო, ეს ახალი არ არის. და მაინც, რა არის ეს ფესტივალი? რა ხდება "კაზანტიპის რესპუბლიკაში" ისეთი, რამაც აღაშფოთა საზოგადოების ნაწილი? ამ თემაზე ახალგაზრდა მწერალს, გიორგი ტიგინაშვილს (ივრისპირელი) ვესაუბრეთ.  

 

   -"ნარკომანიისა და პროსტიტუციის რეკლამირება და მათი ინტერნეტ სივრცეში განთავსება ნაწილობრივ იკრძალება, შესაბამისად უშუალოდ წამლისა თუ მოსაწევის მოხმარების აქტი და ავხორცობა შესაძლოა დეტალურად არ იყოს გაშუქებული ინტერნეტ სივრცეში და მითუმეტეს ტელევიზიით, რომელიც შეგნებულად ფარავს მოცემული ღონისძიების რეალურ შინაარს და მას მხოლო ოდენ რაღაც მუსიკალური ფესტივალის სახელით ნიღბავს. მიუხედავად სინამდვილის მიჩქმალვის მცდელობისა,  საყოველთაოდ ცნობილია, რომ იქ ამას დოქტრინალურ–რიტუალური სახე აქვს. რაც შეეხება გარყვნილებას, ამის დასტურად ვდებ ვიდეოებს,  სადაც საყურადღებოა ზოგადად პათოსი და განწყობები, სულისკვეთება და იქ შეკრებილთა ყოფაქცევა.

 

 

 

 

   იქ რიგდება ნარკოტიკი, არის ლეგალური პროსტიტუცია, სადაც, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ქართველი მანდილოსნებისათვის შესვლა უფასოა. მუსიკა გართობის ერთ–ერთი კომპონენტია, მაგრამ არა წამყვანი და არსებითი. რეალური მოტივი არის – "ყველაფერი ნებადართულია"–ს პრინციპი და შესაბამისად ძალიან ბუნებრივია რომ მორწმუნე საზოგადოება და ტრადიციული ფასეულობების დამცველი ხალხი ამაზე წუხს, რადგან არ სურს მოსახლეობის დამატებით საცდურში შესვლა. ვფიქრობ, რომ ისედაც მძიმე მორალური ფონის გათვალისწინებით ეს არაფრის მომცემი, ეგრეთ წოდებული "ფესტივალი" (ვირტუალური რესპუბლიკა, სადაც უხამსობა ნორმაა) ნამდვილად არ გვჭირდება. ახლა ვიღაც იტყვის, რომ სახელმწიფოს ამით ფინანსური ხეირი ექნებაო, შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ საბედნიეროდ ქვეყანაში მოიპოვებიან ისეთი ადამიანებიც ვისთვისაც ფულზე ძვირფასი მორალი და სიწმინდეა, ხოლო ეკლესია და მისი მრევლი კი ნამდვილად უნდა იდგეს მატერიალურ თუ ბიოლოგიურ სურვილებზე მაღლა და ეს არც უნდ აგაუკვირდეს სარკასტულად განწყობილ ფსევდოლიბერალ მავანს. 

   "კაზანტიპი-სამოთხე ნარკომანებისთვის"

 

[media=]

 

 

სხვა მხრივ კი ნებისმიერი პრობლემის დაძლევის გზაზე ღვთისნიერი ადამიანი და პატიოსანი პიროვნება ისეთივე უძლური უნდა იყოს, როგორც სინდისი და როგორც ღმერთი, რომელიც მოუწოდებს, ურჩევს, შეაგონებს და არამც და არამც არ ძალადობს არავისზე. ჩვენი ერთადერთი ღვთივბოძებული ბერკეტი სიტყვა და პირადი ყოფაქცევით გამოხატული მაგალითია და ამის უფლება ნამდვილად გვაქვს კონსტიტუციითაც მონიჭებული. 

 

თავს ნუ მოვიტყუებთ და "ლიბერალურ–ცივილურ–პროგრესულ" აზროვნებას ნუ დავიჩემებთ, მაშინ როცა ამ "ფესტივალს" მივესალმებით. ერთი რამ ცალსახაა: მორწმუნე ადამიანისათვის ფულზე მაღლა უნდა იდგეს ზნეობრივი სიწმინდე, ინფრასტრუქტურაზე მაღლა – სულიერება, უცენზურო გართობაზე მაღლა – თავშკავებულობა. ხოლო ვისთვისაც ეს გაუგებარი და სულერთია, იმასთან კამათსაც კი არა აქვს აზრი. 

   "აი, რას უშვება ექსტაზი ადამიანს"

 

 

 

   დასკვნა: "კაზანტიპი" - გარყვნილების, უხამსობის, ავხორცობისა და მომაკვდინებელი ცოდვების ასპარეზი. ყველას გულითადად მოგიწოდებთ რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ სატყუარა ფესტივალში. ვისთვისაც ზნეობა, ოჯახის სიწმინდე, დედ-მამა, და-ძმა და შვილები ძვირფასია და ვინც თვლის რომ უფლის სიყვარული, მისი მცნებების ერთგულებაშია, ვინც ლოცულობს და მარხულობს, ვისაც ქრისტეს მორალური ფასეულობები ეძვირფასება, ნუ მიიღებს მონაწილეობას ამ აღვირახსნილობაში, ნუ მოიქცევა წარმართივით და დროებით საცდურებზე ნუ გაცვლის მარადიულ ღირებულებებს.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: