ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენი ფესვებით, ჩვენი აზროვნებით, ყოველთვის ევროპული სივრცის ნაწილი ვიყავით"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენი ფესვებით, ჩვენი აზროვნებით, ყოველთვის ევროპული სივრცის ნაწილი ვიყავით"

   ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად სამთავრობო კომისია შეიქმნება - გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში "ვაჟაობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჟერა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისია 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გარდა, ამთავრობო კომისია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების საკითხზეც იმსჯელებს. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივით შარშან ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. 

   -"ვაჟა-ფშაველას შემოქმედება დასტურია იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი ფესვებით, ჩვენი აზროვნებით, ყოველთვის ევროპული სივრცის ნაწილი ვიყავით. ცოტაა მსოფლიოში ჩვენისთანა პატარა ერი, რომლის წარმომადგენლის შედევრები ღირსეულად ამშვენებს მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ვაჟაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღესასწაულს მომავალი თაობებიც გააგრძელებენ,"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

   ჩარგალში სტუმრობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შესახებაც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს. "კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ სამართლიან ქვეყანას ვაშენებთ და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: