ნანა ხურითი:-"მე კი დამიტოვეთ უფლება რაღაც იყოს ჩემთვის მიუღებელი"
საზოგადოებაში არ ცხრება ვნებათაღელვა კაზანტიპის ფესტივალის ირგვლივ. ფესტივალის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეებს თავიანთი არგუმენტები აქვთ რატომ უნდა ჩატარდეს ან პირიქით, არ უნდა ჩატარდეს აღნიშნული ფესტივალი.
"ივერიონი" მსახიობ ნანა ხურითს დაუკავშირდა და ამ საკითხზე თავისი აზრის გამთქმა სთხოვა.
-"მე პირადად ეჭვით ვუყურებ ასეთი ტიპის ფესტივალებს. ორგანიზატორები ამბობენ, ბევრი ფული შემოვაო. კითხვას ვსვამ:-სულ ერთია რითი, საიდან შემოვა ფული??? რამდენადაც ვიცი არის ქვეყნები, სადაც ბიუჯეტი პროსტიტუციიდან შემოსული თანხებით ივსება... ჩვენ რას ვირჩევთ? ანუ სახელმწიფო.
ამ ფესტივალის ჩატარება,მისი ორგანიზატორების ,,არჩევანია". პასუხისმგებლობაც შედეგებზე, მათ უნდა აიღონ. მე კი დამიტოვეთ უფლება რაღაც იყოს ჩემთვის მიუღებელი".