ირაკლი ალასანია ბაზების მონახულებას განაგრძობს.

ირაკლი ალასანია  ბაზების მონახულებას განაგრძობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში  ბაზების მონახულებას განაგრძობს. მინისტრმა მეორე და მესამე მსუბუქ ქვეით ბრიგადებთან ერთად ხონის საარტილერიო ბრიგადა მოინახულა. მინისტრმა დასავლეთ  ოპერატიულ სარდლობაში შემავალ ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მშენებლებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.


„ჩვენ მუდმივად  ვამოწმებთ  ჩვენი  ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და იმ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ამ ბრიგადებში მიმდინარეობს. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ  ჯარისკაცებს, სერჟანტებსა და ოფიცრებს, რათა მათ თავი იგრძნონ აბსოლუტურად ისეთ გარემოში, რომ ქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. მონიტორინგი ძალიან ნაყოფიერი იყო. ინფრასტრუქტურული პროექტები ეფექტურად ხორციელდება , მაგრამ არის შენიშვნებიც, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ  და აღმოფხვრილი იქნება. გუშინ ჩამოფრინდა  ავღანეთიდან ჩვენი ბიჭების   კიდევ ერთი ნაკადი.  ისინი საერთაშორისო საბრძოლო მისიაში მიიღებულ გამოცდილებას  საქართველოში გაოიყენებენ და სხვა ჯარისკაცებს გადასცემენ . მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ  ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მაღალია და ბიჭები მოტივირებულნი არიან“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ირაკლი ალასანიასთან ერთად  ბაზებზე  მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი , გენერალლური შტაბის უფროსის მოადგილე , პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი , ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე და  დასავლეთ-ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი იმყოფებოდნენ.


სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურული  პროექტების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: