ნიკოლოზ მჟავანაძე:-"ხაზები თავისით არ წყდება, მითუმეტეს სამ ადგილას"
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს მაშტაბით ელექტროენერგის გათიშვის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ხაზები თავისით არ წყდება, მითუმეტეს სამ ადგილას და შესაბამის სტრუქტურებს საზოგადოებაში წარმოშობილი ეჭვის გაქარწყლებისკენ მოუწოდებს.
-"ვფიქრობ საქმე გვაქვს დივერსიასთან, ის, რაც მოხდა წუხელ საქართველოში, ბადებს ეჭვს და ვფიქრობ გამოძიებამ და სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეჭვები იქნას გაქარწყლებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს ჯერ არ აქვს კვალიფიკაცია მინიჭებული, ფაქტია, ეს იმ ძალამ გააკეთა, რომელსაც არ აწყობს ქვეყანაში სტაბილიზაცია, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია, მაგრამ ფაქტია, დივერსიის ნიშნები იკვეთება".