დემურ გიორხელიძე:-"პოლიტიკოსს, რომელსაც დაჭერის ეშინია, ჩემი შეხედულებით, პოლიტიკოსობაზე უარის თქმა გადაუწყვეტია!.."
დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში 11 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ის საქართველოში ჩამოვიდოდა და გამოძიების კითხვებს პასუხს გასცემდა. ამოქმედდება თუ არა სააკაშვილის მიმრათ სამართლის ნორმები, რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ და დადგება თუ არა ის დღე, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა? ამ კითხვით "ივერიონმა" ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს მიმართა.
-"მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სამართლის ნორმები უნდა ამოქმედდეს და არა ვინმეს სუბიერქტური ნება ანდა სიმპათია/ანტიპათია... მე არ მინდა ვხედავდე უსუსურ ხელისუფლებას, რომელმაც თუ გადაწყვიტა და აქვს საკმარისი მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში გამოსაძახებლად, ვერა შეძლოს ეს და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა... ეს იმას ნიშნავს, სამართალი ვერ ხორციელდება ქვეყანაში. შეუფერხებლად... არა მგონია, ასეთ სიტუაციაში ყოფნა სასურველ იყოს ხელისუფლებისათვის.
ხელისუფლებამ ის უნდა გააკეთოს, რასაც კანონი ავალდებულებს: თუ ვინმე დამნაშავეა, სამართალი აღასრულოს... განურჩევლად იმისა, ვისზეა საუბარი.... მიხილ სააკაშვილს აქვს შანსი, თუ მას საკუთარი თავი მართალი ჰგონია, ჩამოვიდეს და უპასუხოს შეკითხვებს? დაიჭერენ? ეშინია? პოლიტიკოსს რომელსაც დაჭერის ეშინია, - ჩემი შეხედულებით, პოლიტიკოსობაზე უარის თქმა გადაუწყვეტია!.. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა!"