ახალგაზრდა ადვოკატები":-"პროკურატურამ სისტემური დანაშაულებების დადასტურება უნდა შეძლოს"
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დაჩქარება და პროკურატურამ სისტემური დანაშაულებების დადასტურება უნდა შეძლოს.
-"შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენა მოხდეს ისე, თუკი არ იქნება ქვეყანაში სისტემური დანაშაულის გამოძიება ყველა დამადასტურებელი ფაქტის გასაჯარაობით. აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება, მაგრამ აუცილებელია ბრალდების მხარეს ჰქონდეს გამოკვეთილი არგუმენტები. არასაკმარისია ის მცდელობები, რომლებიც სისტემური დანაშაულების გამოვლენისთვის არსებობს დღეს და საჭიროა ამ პირების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა მაღალი არგუმენტაციით მოხდეს.
ის თემები, რომლებიც საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. საჭიროა პროკურატურამ მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის საქმე მიყვანილი.
ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურამ მაღალჩინოსმების მიმართ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რა თქმა უნდა უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვით, ბოლოს და ბოლოს, პროკურატურამ უნდა გვითხრას-აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას ნებისმიერი ხერხით და როდის უნდა აღდგეს კანონის წინაშე თანაბარუფლებიანობა. განსაკუთრებული არაფერია, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ყოფილ პრეზიდენტთან ან მაღალჩინოსნებთან, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი"
"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით საჭიროა ყველა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ახლა, როცა ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს კოალიცია, არაფერი არ უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის ხელისშემშლელი მიზეზი. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მათი ორგანიზაცია დააკვირდება პროკურატურის ქმედებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროსტანდარტებს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს.