პატარკაციშვილებს სჯერათ, რომ სააკაშვილი და „ძმანი მისნი“ დაისჯებიან!

პატარკაციშვილებს სჯერათ, რომ სააკაშვილი და „ძმანი მისნი“ დაისჯებიან!

ბადრი პატარკაციშვილების ოჯახი ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. პატარკაციშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან!


"ჩვენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვიმედოვნებთ, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბერში დამნაშავეებს, ასევე იმ მოვლენებს მოყოლებულ ძალაუფლების ბოროტად არაერთგზის გამოყენებას, სამართალდამცავ სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ იმედთან მიმართებაში, იმ სამართლიანობის აღსადგენად და ძალიან ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს."- ნათქვამია განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალი გუშინ წარედგინათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: