ევგენი მიქელაძე:-"აფხაზეთის დაკარგვაზე სწორედ არაჯანსაღმა ტურისტულმა პროცესებმა იქონია დიდი გავლენა"
კაზანტიპის ფესტივალს ევგენი მიქელაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"კაზანტიპი არის იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიის" პროექტი და ბრენდი, როგორც იდეოლოგიურ-ზნეობრივი დივერსიის ბერკეტი და ინსტრუმენტი. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, "კაზანტიპის ფესტივალის" პრეზიდენტი კი არის ნიკიტა მარშუნოკი, მაგრამ თვითონ ფესტივალის ორგანიზატორია "ახალგაზრდულ ინიციატივათა ცენტრი "ზებრა" (აქედან მოდის დასახელება ძ რესპუბლიკა). ამ ცენტრის ხელმძღვანელები, ანდრეი ფილონოვი (უკრაინის რეგიონების ახალგაზრდული კავშირის" საქალაქო განყოფილების ლიდერი) და ნიკოლაი კარპოვი (საკსკის რაიონული საბჭოს დეპუტატი "რეგიონების პარტიიდან"), ახლო კავშირში იყვნენ და არიან უკრაინის "რეგიონების პარტიასთან", რომელსაც, როგორც იცით, წარმოადგენდა ვიქტორ იანუკოვიჩი და რომლის უკანაც დგას რუსეთის ფედერაცია. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის დაკარგვაზე სწორედ არაჯანსაღმა ტურისტულმა პროცესებმა იქონია დიდი გავლენა და მსგავსი ტურისტული პროექტები მიზანმიმართულია სამეგრელოს გადაგვარებისა და მისი საქართველოსგან ჩამოცილებისკენ".