მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გათავისუფლებულია
ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი სომხიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლა. ბრძანება უკვე დაწერილია.
გ. სომხიშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ:
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიცი-პალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3
მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს გიორგი სომხიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან.
ირაკლი ღარიბაშვილი