საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №253
ზ. კოპაძის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ზურაბ კოპაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 28 ივლისიდან".
ირაკლი ღარიბაშვილი