სოსო ცინცაძე: სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს!

სოსო ცინცაძე: სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს!

სააკაშვილის ბრალის წაყენებაზე და სხვა სადღეისოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე „ივერიონს“ ესაუბრა ექსპერტი  სოსო ცინცაძე.

- ბატონო სოსო, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი პროკურატურს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებასთან დაკავსირებით. მას ძირითადად ბრალი 2007 წლის 7 ნოემემბერთან დაკავშირებით წაუყენეს.  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ექს-პრეზიდენტს ხელბორკილს დაადებენ და საქართველოში ჩამოიყვანენ?

- ეგეთი პროგნოზის გაკეთება  ნაადრევია, იმიტომ რომ ეს გრძელი პროცედურაა, საქმე ჯერ სასამართლომ უნდა განიხილოს და თუ გამოუტანს აღკვეთის  ღონისძიებას, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი ინტერპოლით ძებნაზე . ფაქტია, რომ  ძიება დასასრულებელია. უნდა გაირკვეს პრეზიდენტის როლი ამ სისასტიკეში. ჯერ მხოლოდ ფაქტია მოცემული, რომ მოხდა სისასტიკე. ეს იყო სამხედრო ოპერაცია, პრეზიდენტის როლი კი  ამ შემთხვევაში დასმტკიცებელია.
 
-  თქვენი აზრით, რა შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას? მიგვიყვანს თუ არა შემოდოდგომაზე დაანონსებულ არეულობამდე? თუ გადაწყვეტილია ნაციონალური რეჟიმის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განადგურება, რომლისადმი მოთხოვნა საზოგადოებაში ძალიან მაღალია?

 - ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ბრალდება ერთია, ბრალდების დამტკიცება კი მეორე. ჩვენთვის მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძის ჩვენებაა ცნობილი, მაგრამ კიდევ სხვა საბუთებია საჭირო, სხვა მოწმეები გამოჩნდებიან, ცნობილია, რომ გუბერნატორების შეკრება იყო, ყველა ამ გუბერნატორების ჩვენება იქნება საჭირო. ევროპა და ამერიკა მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ შეხვდა ამ ფაქტს. მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ.  ეს იმდენად სერიოზული ბრალდებეაა, რომ  სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს. ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა მხოლოდ ის ვიცით, რომ მოხდა სისასტიკე, ხოლო რა დოზით მოხდა უნდა დასაბუთდეს, მართალი გითხრათ პროგნოზებისთვის არ ვარ განწყობილი.


- ყოფილმა პარლამენტარმა, იურისტმა ვალერი გელბახიანმა ერთ-ერთი ქათული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებით ხელისუფლება  ცდილობს ნიადაგი შექნას  2016 წლის არჩევნებისთვის. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და საერთოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები?

-  ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება  მოსახლეობის დონის ამაღლების ტემპებზე იქნება   დამოკიდებული  და არა სასამართლო პროცესებზე. სამართლიანობის აღდგენა არ შემოიფარგლება მხოლოდ მართლმსაჯულების აღდგენით. სამართლიანობის აღდგენა არის უმუშევრობის შემცირება, სოციალური სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტულად კი სოციალურ სამართლიანობად ვერ ჩაითვლება ის რომ პროფესორს 150 ლარიანი პენსია აქვს, ხოლო 25 წლის ჩინოვნიკებს 10-ჯერ და უფრო მეტჯერ ხელფასი და სხვა ე.წ. დანამატები.
რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მიმაჩნია, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი მინისტრების ქმედებებზე - იმაზე თუ როგორი იქნება შემოდგომა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორ იმუშავებს. უცნაურია, როდესაც მინისტრს ხსნიან და სანაცვლოდ მის მოადგილეს ნიშნავენ, კიდევ სხვა ბევრი რამ იქნება გასარკვევი, რა ფაქტორები იჩენენ თავს!
ესაუბრა ნათია ხარბედია



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: