პრემიერის ახალი ინიციატივა

პრემიერის ახალი ინიციატივა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობის დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

   საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, ასევე საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა შექმნას მიკროსაწარმო და მოახდინოს მისი თვითდამკვიდრება და განვითარება.

   ახალი პროგრამის პროექტი ეკონომიკური საბჭოს წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარუდგინა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: