თენგიზ კიტოვანი დავით ბეჟუაშვილს უპირისპირდება

თენგიზ კიტოვანი დავით ბეჟუაშვილს უპირისპირდება

ვინ მისცა დავით ბეჟუაშვილს თბილისის ოფიცერთა სახლის შეძენის უფლლება?  განცხადება ამის შესახებ თენგიზ კიტოვანმა  „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გააკეთა.


„ვინ მისცა დავით ბეჟუაშვილს იმის უფლება, რომ ოფიცერთა სახლი, რომელიც მე ჭკუასელს გადავეცი პირადად შეესყიდა. ოფოცერთა სახლი, ხომ სახელმწიფო კუთვნილებაა.  არ შეიძლება ყველაფრის გაყიდვა. .დღევანდელი მთავრობა ექს-პრეზიდენტის დევნით არის დაკავებული. ვთხოვ პრეზიდენტს, პრემიერი მინისტრს გამოიძიონ ეს საქმე, თორემ სამომავლოდ ყველაფერი წინ დახვდებათ. სააკაშვილის პერიოდში გაიყიდა სახელმწიფო ქონება, უნდა გაირკვეს! სად და ვის ჯიბეში წავიდა ეს ქონება. სააკაშვილმა ამ ყოველივეზე პასუხი უნდა აგოს.“ ნათქვამია განცხადებაში.


მისი თქმით, მთავარია გაირკვეს, თუ რატომ და რა უფლებით გადავიდა თბილისის ოფიცერთა სახლი დავით ბეჟუაშვილის მფლობელობაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: