ნინო ბურჯანაძე:-"სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს ე.წ. რუსეთის "კარტას"

ნინო ბურჯანაძე:-"სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს ე.წ. რუსეთის "კარტას"

   "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით სააკაშვილის დასჯა აუცილებელია.

   "რუსეთისთვის საუკეთესო სცენარით იმოქმედა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში, როცა მან ხელი გაუხსნა რუსეთს, რომ შემოეყვანა რუსეთის ჯარი, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად იყო გაყვანილი საქართველოდან. როდესაც ვინმე ლაპარაკობს სააკაშვილის გარემოცვიდან რუსეთის სცენარზე, მე ნამდვილად შევახსენებდი 2008 წელს, რომელმაც საუკეთესო შედეგი მისცა სწორედ რუსეთის ინტერესებს, სააკაშვილის დასჯა და მისი ციხეში ჩასმა შედის საქართველოს ინტერესებში იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დაისაჯოს თუნდაც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. სწორედ რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის, მათ შორის აფხაზების და ოსების წინააღმდეგ. მისი დასჯა აუცილებელია იმისთვის, რომ აფხაზებმა და ოსებმა იცოდნენ, რომ არასოდეს საქართველოში არ იქნება ადამიანი, რომელიც მძინარე ცხინვალს დაბომბავს", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს ე.წ. რუსეთის "კარტას" , როდესაც როცა მას აკრიტიკებენ აცხადებს, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია".

   ნინო ბურჯანაძე  ტელეკომოპანია "იმედის" თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ "იმედის" აღდგენა მისი დამსახურებაა.  

   "იმედის" აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი დამსახურებაა რა თქმა უნდა, კანონიერი იყო იმის განხილვა, "იმედი" უნდა დახურულიყო თუ არა, მაგრამ უკანონო იყო ის, რომ იქ ზონდერები შევარდნენ და ადამინებს ღირსება შეულახეს.

   როგორც ჩანს, ბატონო კახა კოჟორიძე, რომელიც ნამდვილად კარგი იურისტია, შეცდომაშია შეყვანილი. არანაირ თათბირს, სადაც რაიმე სასტიკი დარბევა იგეგმებოდა, მე არ დავსწრებივარ. პირიქით, იმ თათბირებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, იყო კატეგორიულად გამორიცხული საერთოდ ხელის ხლებაც კი, არათუ დარბევა. მე გავხდი შემდგომში ფაქტის მოწმე. "იმედის" აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი დამსახურებაა და ეს იცის ყველამ, ვისაც სიმართლე აინტერესებს, იქ მყოფ ადამიანებს, პოლიტიკურ ლიდერებს მათ შორის, მეტი წინდახედულება რომ გამოეჩინათ და არ მოეწოდებინათ, რომ დავამთავროთ ეს ხელისუფლებაო, არც რიყეზე იქნებოდა დარბევა და შეიძლება "იმედიც" არ დახურულიყო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: